Kettari Academy-ია, როგორც ტექნოლოგიებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პლატფორმა, ჩაერთო ინოვაციების ბიზნეს ფორუმში: DIGITAL HORIZONS: REDEFINING EDUCATION FOR THE FUTURE, რომლის ფარგლებშიც მოვიწვიეთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამის „გალილეოს“ უსაფრთხოების სისტემების ხელმძღვანელი ხოსე ანხელ ავილა როდრიგესი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი / Kutaisi International University-ის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციებიდან მოწვეულმა მეცნიერებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა განიხილეს ციფრული რევოლუციის გამოწვევები, შესაძლებლობები განათლებაში და ხელოვნური ინტელექტის სფეროში განვითარებული მოვლენები. ფორუმის მიზანია გამოიკვლიოს, თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების სისტემების გასაუმჯობესებლად.
ფორუმის ფარგლებში, Siemens-ის მთავარმა პროგრამულმა არქიტექტორმა, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, გიორგი მამალაძემ, კრეატიულ აზროვნებაზე ისაუბრა, როგორც წარმატების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორზე თანამედროვე სამყაროში.
World Upstart-ის დამფუძნებელმა და ხელმღვანელმა, დოქტორმა კარინა სოტნიკმა ხაზი გაუსვა იმერეთში რეგიონალური ჰაბის შექმნის აუცილებლობას, რის წინაპირობასაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა.
ხოსე როდრიგესმა წარადგინდა პრეზენტაცია ინოვაციების მნიშვნელობაზე ტექნოლოგიურ სამყაროში, მისი პატენტებითა და ინტელექტუალური უფლებებით დაცვის მნიშვნელობაზე, რომელსაც მხარს უჭერს კეტტარი ფონდი თავისი საქმიანობითაც.
აღსანიშნავია, რომ Kettari Foundation იყო წლევანდელი ფორუმის ოფიციალური პარტნიორი.
Kettari Academy, as a training platform focused on the development of technologies and creative industries, participated in the innovation business forum: DIGITAL HORIZONS: REDEFINING EDUCATION FOR THE FUTURE, within the framework of which we invited Jose Angel Avila Rodriguez, head of security systems of the European Space Agency's "Galileo" program.
At the forum organized by Kutaisi International University / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, invited scientists and industry leaders from the world's leading institutions discussed the challenges of the digital revolution, opportunities in education and developments in the field of artificial intelligence. The purpose of the forum is to explore how digital technologies can be used to improve teaching systems.
Within the framework of the forum, the chief software architect of Siemens, a Georgian scientist working in Germany, Giorgi Mamaladze, spoke about creative thinking as one of the determining factors of success in the modern world.
The founder and CEO of World Upstart, Dr. Karina Sotnik, emphasized the necessity of creating a regional hub in Imereti, which Kutaisi International University provides as a prerequisite.
Jose Rodriguez gave a presentation on the importance of innovation in the technological world, the importance of protecting it with patents and intellectual rights, which is supported by the Kettari Foundation through its activities.
It should be noted that Kettari Foundation was the official partner of this year's forum.
Kettari Communications11/2/2023