• News
  • “Რატომ ევროპა”- ფონდმა კეტტარი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ღონისძიება გამართა

“Რატომ ევროპა”- ფონდმა კეტტარი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ღონისძიება გამართა

“რატომ ევროპა?” - ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფონდი კეტტარის პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა. ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ წარმოგვიდგინა ევროპის ქვეყნებში ეტლით მოგზაურობისას შექმნილი ფოტოების სერია, რომელიც გვიყვება ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე. თითოეული ფოტო გვაჩვენებს რამდენად ახლობელი, ნაცნობი და უშუალოა ევროპა და ევროპელები, რომლებსაც სამწუხაროდ, ხშირად, ასე გაუცხოებულად წარმოგვიდგენენ. ფოტოსესიას ერთ-ერთი მთავარი და განსაკუთრებული დეტალი გამოარჩევს - ავტორი ყველა ფოტოს ერთი რაკურსიდან, ეტლიდან იღებს, რაც ფოტოებს განსაკუთრებულ დატვირთვას მატებს. გამოფენა გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, რომლის პარტნიორები არიან: ფონდი კეტტარი და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია „ახლა“, რომელსაც "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” ახორციელებს. დასწრება თავისუფალია, გალერეა კი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვისაც. "Why Europe" - Kettari Foundation, with the support of the European Union, held an event " Ana Goguadze's photo exhibition, titled 'Why Europe,' was opened at the Zurab Tsereteli Museum of Contemporary Art in collaboration with the Kettari Foundation and with the backing of the European Union. Photographer Ana Goguadze presented a series of photos capturing her travels through European countries by carriage, providing insight into the daily lives of people in various European cities. Each photograph portrays the proximity, familiarity, and directness of Europe and its inhabitants, countering the often misconstrued portrayal of alienation. A distinctive feature of the photo series is the consistent perspective, as the author captures all images from the carriage, adding a unique depth to the photos. The exhibition received support from the European Union, in partnership with the Kettar Foundation and the information campaign 'Now,' which promotes European integration and is executed by the 'Coalition for Information Reliability.' Admission is free, and the gallery is accessible to wheelchair users.
Hannah Fuller12/25/2023