კურსი „ბატიკის ხელოვნება“
კურსი იწყება 20 ივნისს, ხანგრძლივობა: 6 ლექცია.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ,
სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-ზე
მისამართი: KLab, დ. აღმაშენებლის გამზირი 139
ბატიკა, ხელოვნება და ხელობა - მრავალი ემოციით შექმნილი ქსოვილები
ხელოვანს მოწყობილი აქვს ოთხი პერსონალური გამოფენა: "ქართული ტექსტილის მოტივები ვიტრაჟში" 2021, "ქართული ხალიჩის ახალი სიცოცხლე" 2019, "წითელი ხაზი" 2018 და "ანარეკლი" 2014.
ეკატერინე გეგუჩაძის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.
ტექსტილის დიზაინერი, ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის ლექტორი.
საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად ეკატერინე გეგუჩაძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში: ITB Berlin 2023, 2020-2021 და 2022-2023 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ინიციატივითა და UNESCO-ს თანამონაწილეობით პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში: ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის და სახელოსნოები რეგიონებში-შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის, „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ 2021, „კავკასიური ხალიჩა“ 2021, „შეიგრძენი თბილისი“ 2021, საგანმანათლებლო კურსები დევნილთათვის“ 2021, „ლურჯი სუფრის მოტივები“ 2019, „ორნამენტი მინაზე“ 2018, „ქსოვილები საქართველოდან“ 2017, „სუვენირები საქართველოდან“ 2014, საქართველოს კულტურის დღეები სტამბულში 2014 და ა.შ.
კეტტარი აკადემია გიწვევთ პრაქტიკულ კურსზე „ბატიკის ხელოვნება“. კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს და შეასწავლოს ქსოვილზე ხატვის ხელოვნება და ტექნოლოგია. კურსის ფარგლებში მონაწილეები ქართული ტრადიციული ორნამენტის გრაფიკული ჩანახატების მიხედვით აბრეშუმის ქსოვილზე შექმნიან ორიგინალურ ნამუშევრებს.. თქვენი შექმნილი ნამუშევრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც დეკორატიული, ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. თითოეულ მონაწილეს კეტტარი აკადემია უზრუნველყოფს სამუშაო მასალებით. კურსს გაუძღვება ტექსტილის დიზაინერი ეკატერინე გეგუჩაძე.